კომპანიის შესახებ

კონცერნი „კოდაკო“ დაფუძნდა 1991წელს. კომპანია არის OJSC “Arcelor Mittal Kryviy Rih” - ის ოფიციალური დილერი და მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა მეტალის იმპორტი და შემდგომი დისტრიბუცია. სამშენებლო ბაზრის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კვლევებისა და საწარმოო ტექნოლოგიების განვითარების შესწავლის საფუძველზე, 2001 წელს კონცერნმა დააფუძნა ლითონის სამშენებლო ნაკეთობათა საკუთარი საწარმო.
კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა წარმოებაში და მომსახურეობის ასორტიმენტის გაფართოება სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიას მიაჩნია, რომ მუდმივი სწრაფვა ხარისხისაკენ განსაზღვრავს საწარმოო პროცესისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხს, რაც აისახება კომპანიის კონკურენტუნარიანობასა და საქმიანობის ეფექტურობაზე. კონცერნის პროდუქცია სერტიფიცირებულია. (EN 10080:2005 (D)) (EN 10080:2005 (RU))
საწარმოს ლაბორატორიაში მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი. დამკვეთს სურვილისამებრ წარედგინება საბოლოო პროდუქტის ხარისხიანობის მაჩვენებელი.