ცივადტვიფრული არმატურა

ცივადტვიფრული პერიოდული პროფილის არმატურა მზადდება გლინული ნახშირბადოვონი ფოლადის SAE 1010 მარკის მავთულისაგან დიამეტრით – Ø 6.5, Ø 8.5, Ø 11.0, Ø 13.0. პროფილი ხასიათდება გრძივი წიბოებით, რომლებიც არმატურის ღეროს ჰყოფს 3 სექტორად. მათში ამოტვიფრულია ირიბად განლაგებული სეგმენტური (ნამგლისებური) წიბოები.
ცივადტვიფრული პერიოდული პროფილის არმატურის დიამეტრებია:
• Ø 6.0
• Ø 8.0
• Ø 10.0
• Ø 12.0
ცივადტვიფრული პერიოდული პროფილის არმატურის სტანდარტული სიგრძე:
• L=6000mm
• L=8000mm
• L=12000mm
ცივადტვიფრული პერიოდული პროფილის არმატურისაგან მზადდება ბადე კვანძების წერტილოვანი შედუღებით.