2D ნაკეთობები

ცივადტვიფრული პერიოდული პროფილის არმატურისა და გლინული ნახშირბადოვანი ჩვეულებრივი ხარისხის ფოლადის მავთულისაგან მზადდება (ავტომატიზებულად) 2D ნაკეთობის თითქმის ყველა შესაძლო პროფილი, წრფივი თუ დაკლაკნილი:
• ცალუღი (ღია, ღია ცალუღი თათებით, ცალუღი კონსოლით, სამკუთხა, ოთხკუთხა, მრავალკუთხა, ვარსკვლავისებრი, წრიული და სხვა);
• სარჭი, ჩანგალი, საკოჭი, კაუჭა, ორკაუჭა, იხვისებრი კაუჭა ჩამაგრებით, საყრდული და სხვა;